Thursday, August 18, 2011

saswavlo proeqti


პროექტი
1.თემა:  წელიწადის დროები.
2. სამიზნე ჯგუფი:  მე–7 კლასი    1. ჯგუფი   2. ჯგუფი
3. დრო: ორი კვირა
4. მნიშვნელობა და აქტუალობა: მიიღებენ მეტ ინფორმაციას წელიწადის დროების შესახებ. გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, შეახამებენ ფერებს, გაეცნობიან სხვადასხვა პოეტების ლექსებს წელიწადის დროების შესახებ. გაეცნობიან სხვადასხვა მხატვრების მიერ შექმნილ პეიზაჟებს წელიწადის დროების მიხედვით
5. პროექტის მიზნები:  მოსწავლეები შეიძენენ: ჯგუფში ჩართულობის  უნარ–ჩვევას , დაკვირვებისა და აღქმის უნარს.
შეისწავლიან ცნების რუკის შექმნას.
მოსწავლეები მიეჩვევიან კვლევას, მონაცემთა შეგროვებას, პროექტის მიმდინარეობის პროცესში ისტ–ის გამოყენებას.
6. სამუშაო ენა: უცხო ენა (რუსული)
7. ეროვნული სასწ. გეგმით მისაღწევი შედეგები
უცხ. VII.7. მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში
უცხ.VII.8. მოსწავლე იყენებს ზეპირმეტყველების სათანადო  სტრატეგიებს.
უცხ. VII.20. მოსწავლე მოდელის მიხედვით წერს მცირე ზომის ტექსტს. შედეგი ;ვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე: აღწერს წელიწადის დროებს, აღწერს სამიზნე ობიექტს  სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით. იძლევა მარტივ დადებით ან უარყოფით შეფასებებს, იცავს გრამატიკისა და ორთოგრაფიის ნორმებს.
8. შეფასება: კრიტიკული აზროვნება ,შემოქმედებითი აზროვნება , პრობლემათა გადაჭრის ორიგინალობა,კომუნიკაციის უნარი
9. წინარე ცოდნა: იცავენ ეტიკეტის სათანადო წესებს,ქმნიან პატარ_პატარა ტექსტებს , ნახატებს.
10. რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, დისკი.

No comments:

Post a Comment